18:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 14:41:26, 1505 ნახვა

სამართალი
TI - გამოკითხულთა უმრავლესობას აფგან მუხთარლის შესახებ არაფერი სმენია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-ს აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

15% ამბობს, რომ მუხთარლი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა ქართული მხარის დახმარებით მოიტაცეს; 6%-ის აზრით, მუხთარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი თავად გადაკვეთა, 5%-ის აზრით, მუხთარლი აზერბაიჯანელმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს; 19%-ს მის შესახებ არაფერი სმენია, 36%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics