|
2018-05-10 19:39:55, 1528 ნახვა
კომენტარი
ქევხიშვილისთვის გაუგებარია, რატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ევროპირველობაზე განცდილი მარცხის გამო
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ნაკრების კაპიტნის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ძიუდოისტებს ჩემპიონატებზე სიარული საკუთარი ხარჯებით უწევთ. ქევხიშვილი ამბობს, რომ შემთხვევა, რომელზეც ვარლამ ლიპარტელიანი საუბრობს, სიმართლეს არ შეესაბამება. "თუ პაპინაშვილისთვის მოვითხოვეთ თანხა და მივიღეთ, რატომ არ მოვითხოვდით ლიპარტელიანისთვის? თუ პაპინაშვილმა შეძლო და მწვრთნელები იპოვნა, რატომ ვერ მოახერხა ეს ლიპარტელიანმა? 29-ში მიდიოდა ტურნირზე და 25-ში უკვე გვქონდა მოთხოვნილი თანხა, 29-ში ჩაირიცხა სასტუმროს თანხაც და 29-ში აიღო ხელზე ასაღებიც, არაერთხელ ვთხოვეთ რომ მოეტანა ბილეთი, რომ ჩვენ აგვენაზღაურებინა, არაერთხელ თხოვა ჩემმა ბუღალტერმა, რადგან ანგარიში უნდა გადაგვეგზავნა სამინისტროში, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაკრების ყველა წევრი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ფინანსდება ფედერაციის მხრიდან, რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, ყველა დაფინანსებას ბუნებრივია ფედერაცია ვერ გაწვდება", - აღნიშნა ქევხიშვილმა. ქევხიშვილის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა აიღოს მან პასუხისმგებლობა ევროპირველობაზე განცდილი კრახის გამო. „მწვრთნელებს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ეს პასუხისმგებლობა დაკისრებულია. რა თქმა უნდა, მეც მაქვს გარკვეული პასუხიმგებლობა, მაგრამ ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა იგებ და აგებ. თუ კი მე ყველა პირობა მაქვს შექმნილი, რომ სპორტსმენი მოემზდოს ამ კონკრეტულ ნაწილში მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა“,- აღნიშნა ქევხიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)