20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 15:16:37, 1507 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზასა“ და ჩინეთის „ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს „საქართველოს რკინიგზასა“ და ჩინეთის ,,ლიენიუნგანგის“ პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ,,ლიენიუნგანგის“ პორტის პრეზიდენტმა, ჭუ სიანგიანგმა მოაწერეს.

მემორანდუმი მხარეებს შორის ტვირთების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ტვირთების ჩინეთიდან საქართველოში, ასევე, საქართველოდან ევროპაში გადაზიდვას, ქვეყნებს შორის კომერციული ინფორმაციის გაცვლასა და ე.წ. ტრანსკასპიური დერეფნის გამოყენებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დღეს გამართული შეხვედრა იყო სამმხრივი, რომელშიც საქართველს რკინიგზა და ჩინური კომპანიები - ,,კოსკო“ და ,,ლიენიუნგანგის“ პორტის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ. ქართულმა და ჩინურმა მხარემ ერთმანეთს საკუთარი კომპანიების შესაძლებლობები გააცნეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჩინურმა მხარემ დაადასტურა, რომ ,,შუა დერეფანი“ ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი დერეფანია, რომელიც მნიშვნელოვანია აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics