|
2018-05-10 14:17:22, 1362 ნახვა
კომენტარი
ყაველაშვილი: ძიუდოისტები საკმაოდ აღელვებულები იყვნენ, ამიტომ ყრილობაზე კონსტრუქციული საუბარი ვერ შედგა
“დავით ქევხიშვილისგან მე მოვისმინე არგუმენტები, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია. ძიუდოს ფედერაციაში ბევრი რამ გაკეთდა და ეს ამბები გამოიწვია ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ნაკრებმა მედლების გარეშე დაასრულა”, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა ყრილობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. “მე მოვისმინე არგუმენტები დავით ქევხიშვილისგან, რომელიც სრულად არის დამაკმაყოფილებელი. ძიუდოს ფედერაციაში ბევრი რამ გაკეთდა და ეს ამბები გამოიწვია ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა შედეგმა, როცა ნაკრებმა მედლების გარეშე დაასრულა. მე ვფიქრობ, რომ დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის უნდა შეხვდეს ჟურნალისტებს და ის რაც მე ყრილობაზე მოვისმინე, იგივე უნდა მოგიყვეთ თქვენ. ძიუდოისტები საკმაოდ აღელვებული იყვნენ და ამიტომ ვერ შედგა ყრილობაზე კონსტრუქციული ლაპარაკი. მე ვფიქრობ, რომ მღელვარების ტემპერატურამ უნდა დაიწიოს და ამაში ჟურნალისტებმაც უნდა მიიღოთ მონაწილეობა”, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. ცნობისთვის, ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყრილობაზე ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შეხვედრა პროტესტის ნიშნად, მალევე დატოვეს და განაცხადეს, რომ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)