|
2018-05-09 12:45:41, 757 ნახვა
რეგიონი
სვანეთში „მესტია ჭალა-1“-ს და „მესტია ჭალა-2“-ს მშენებლობა გაგრძელდება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ეკონომიკისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებთან, ინვესტორებსა და სვანეთის ადგილობრივ მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების - „მესტია ჭალა-1“ და „მესტია ჭალა-2“ - მშენებლობის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არც ერთი ჰიდროელექტროსადგური მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და შეთანხმების გარეშე არ აშენდება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა, ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარება არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ. „ენერგეტიკული სიმძლავრეების ზრდა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. სახელმწიფო ერთი მხრივ უზრუნველყოფს განვითარებას და მშენებლობის უწყვეტ წარმართვას და მეორე მხრივ, ამ პროცესში მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათ ჩართულობას. ჩვენ მოსახლეობას მივეცით გარანტია, რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე მშენებლობა არ შედგებოდა“, - აღნიშნა კახა საბანაძემ. შეხვედრაზე, პოზიციათა გაცვლის შემდეგ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ეკონომიკური სიმძლავრეების გაზრდას და ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და მშენებარე ჰესების მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს. მშენებარე ჰესების საკითხს საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის მედიატორის როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი წარიმართოს მთავრობასა და მოსახლეობას შორის ეფექტური, მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
(NS)
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)