09:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 11:26:53, 1587 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო - დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გაწირა

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში, ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა, ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. ვულოცავ მათ ოჯახებს პირველ რიგში ომის ვეტერანებს ამ ქვეყნად ვინც აღარ არის და წასულია, უკვე მათ ოჯახებს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ და ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ამას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics