09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 11:11:20, 1512 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პარლამენტი მზადაა, განიხილოს ყველა ღონისძიება, რომელიც ვეტერანებს დაეხმარება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ვალია, თითოეული ვეტერანისთვის ღირსეული პირობები შექმნას. 

კობახიძემ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„დღეს არის მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მინდა ეს დღე მივულოცო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. მინდა, მათ მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ისტორიაში და ამ დღეს ვულოცავ ყველას. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ამისთვის კეთდება ბევრი რამ. პარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში”, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics