|
2018-05-09 00:01:14, 1569 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო
ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომ ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება რეფორმების ახალ ტალღას უკავშირდება. "კატასტროფა ნამდვილად არ მომხდარა. მიზეზი იყო გაცხადებული. მიზეზი იყო ის, რომ გვინდა, პარტია გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ეს უნდა იყოს პარტია, რომელიც აქტიურია არსებითად არამხოლოდ საარჩევნო პერიოდში, საშტაბო რეჟიმში, არამედ, რომელიც არის აქტიური არჩევნებიდან არჩევნებამდე და, რომელიც არის მუდმივად ჩართული პოლიტიკური პროცესის დაგეგმვაში და პოლიტიკური პროცესის მართვაში. ამ კუთხით ნამდვილად არ იყო აუცილებელი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა ძალიან დიდი როლი შეასრულა. როგორც კი გამოჩნდა ის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამან გაამარტივა იმ სირთულეების მოგვარება, რომელიც იყო „ქართულ ოცნებაში“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამისთვის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება აუცილებელი არ იყო. ამას შევძლებდით ჩვენ ასეთი ნაბიჯის გარეშეც. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი. ბევრად უფრო მაღალი და ამბიციური მიზანი. ეს არის საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)