09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 23:33:07, 1704 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტი არასდროს ყოფილა გამაერთიანებელი - ის გვახსოვს, როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური დაპირისპირებების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

კობახიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი არასდროს ყოფილა გამაერთიანებელი და მისი ქმედება ყოველთვის იყო მხარეებს შორის გამყოფი.

„არც ერთი ეპიზოდი მის 5-წლიან საპრეზიდენტო კარიერაში არ მოიძებნება, სადაც პრეზიდენტო გამოდიოდა, როგორც გამაერთიანებელი. ის ძალიან ხშირად გვახსოვს, როგორც გამყოფი, გამთიშავი, დაპირისპირების ინიციატორი. პირადად ჩემთვის ამის ნათელი მაგალითია საკონსტიტუციო რეფორმა. ნაცვლად იმისა, რომ მას კონსტრუქციული როლი შეესრულებინა საკონსტრიტუციო რეფორმაში ის არ შემოვიდა საერთოდ კომისიაში აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით და ტავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. აქაც მან შეასრულა დესტრუქციული როლი, რაც ზოგადად მისი კარიერისთვის დამახასიათებელია. გიორგი მარგველაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, რაც ძალიან სამწუხაროა. საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტი კრიტიკის საგანიც არ უნდა იყოს. ამ ტრადიციას შესაბამისი ქვეყნები ინარჩუნებენ - ეს არის ევროპული პრაქტიკა. ჩვენთან აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ბოლო გამოსვლაზე პარლამენტში ის ყველას კრიტიკის საგნად იქცა, გამონაკლისი იყო მარტო "პატრიოტთა ალიანსი". მისი გამოსვლა პარლამენტში იყო ალიან სუსტი დაა ყველა მხარემ ის გააკრიტიკა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში". 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics