|
2018-05-08 13:21:45, 1614 ნახვა
ეკონომიკა
ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს
საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა გააფორმეს. დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება. თავდაცვის მინისტრმა სტუმარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტსა და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს. თავის მხრივ, ჯონათან პერიშმა, ნატოს სახელით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები ხაზგასმით აღნიშნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)