14:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 11:29:35, 678 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კამპანიას „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ უერთდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ახალი კამპანია „ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ დაიწყო.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია მაღალი არტერიული წნევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომლის ფარგლებში, მაისის თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია, უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია.

კამპანიას უერთდება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე თვის ყოველ ხუთშაბათს, „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკასა“ და „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ აჭარის ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი კარდიოლოგები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო გასინჯვებს.

ასევე, ქვეყნის მასაშტაბით სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წნევის საზომი აპარატები განთავსდება, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. ასევე, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები.

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. ის სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. საქართველოში, მისი მაჩვენებელი 18-69 წლის პოპულაციაში 37.7%-ია. ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში წარმატებას ექიმის მიერ, სწორად შერჩეული რეგულარული მკურნალობა განსაზღვრავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics