|
2018-05-07 19:19:54, 1728 ნახვა
კომენტარი
გიორგაძე ძიუდოს ფედერაციაზე: ტემპერატურა საკმაოდ აწეულია - საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს
ძიუდოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებისა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. "შეხვედრამ ძალიან მშვიდად, კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. ვაღიარებ, რომ საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და ამიტომ, სერიოზულ და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს. შესაბამისი დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით. სპორტსმენების შევპირდი, რომ შეხვედრა კიდევ გვექნება, იმისთვის, რომ საკითხების განხილვა ისევ მოხდა. კონკრეტული გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია და არც დაპირებები მიგვიცია სპორტსმენებისთვის. მსჯელობა შედგება როგორც ძიუდოისტებთან, ასევე ფედერაციის ხელმძღვანელობასთანაც. ემოციები და ტემპერატურა საკმაოდ აწეულია და ამ პროცესს არ გავწელავთ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. ცნობისთვის, დღეს ძიუდოს ნაკრების წევრებმა ფედერაციასთან აქცია გამართეს. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, სპორტსმენები აქციებს იქამდე გამარტავენ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ტავის მხრივ დავით ქევხიშვილმა აღნიშნა, თანამდებობიდს დატოვეას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)