|
2018-05-07 15:03:36, 1647 ნახვა
კომენტარი
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული მეზღვაური: 3 წლის განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდი
ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს, ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე სოსლან კაკაბაძის ლიბიის საპატიმროში ყოფნის პერიოდზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ იქ კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება. „სამი წლის განმავლობაში სამი ციხე მოვიარე, სხვადასხვა ციხეში გადავყავდი. გვატყუებდნენ, გვეუბნებოდნენ ამ ციხეში თუ გადახვალ გაგათავისუფლებთო. ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ბრალდება იყო, რომ ჩვენ თითქოს ნავთობი იტალიაში უკანონოდ გადაგვქონდა. საქართველოს მთავრობისა და უნგრეთის სახელმწიფოს ძალისხმევით ჩემი სასამართლო შედგა და გაგვათავისუფლეს",- განაცხადა სოსლან კაკაბაძემ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, უწყება სოსლან კაკაბაძის მიმართ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს. სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან ლიბიაში იყო დაკავებული, სამშობლოში გუშინ დაბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)