09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 14:39:10, 1507 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე: გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, რომ შეზღუდვები მალე გაუქმდეს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ბარიერია, რომელიც ადამიანებს შორის კონტაქტს ხელს უშლის.

„ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს და ეს არის ის მძიმე შედეგი ოკუპაციის, საოკუპაციო ხაზის, რომლის წინააღმდეგაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო დღესასწაულების გამო, 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 08:00 საათამდე საქართველოსთან ე.წ. სასაზღვრო პუნქტები არ იფუნქციონირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics