20:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 13:09:36, 1335 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე ოპონენტებს: ახალი სამართლიანი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება და ეს იქნება თავსებადი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან

„მინდა მოვუწოდო ოპონენტებს ნუ ხარჯავენ დროს, ახალი სამართლიანი თამაშის წესები  საქართველოში აუცილებლად დადგინდება და ეს იქნება თავსებადი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ორიენტირია ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში საუკეთესოდ ითვლება.

„არ შემიძლია ჩვენს ბევრ ოპონენტს არ გამოვეხმაურო, რომელმაც ჩვენს ინიციატივაზე სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპის მიკერება სცადა. თითქოს ეს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. აქ ჩვენ ორი სცენარი და ვარიანტი გვაქვს. ან ჩვენი ოპონენტების ეკონომიკური განათლების დონე შესაბამისი არ არის, ან იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახალი რეგულაციები არ სურთ, ისინი მთელს ძალისხმევას არ იშურებენ და მოსახლეობა შეცდომაში შეყავთ. ჩვენ მოქალაქეების, მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ორიენტირი ევროპული პრაქტიკა და მოქალაქეებისთვის ისეთი თამაშის წესების შექმნაშია, რომელიც ევროპაშია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში საუკეთესოდ ითვლება. ამიტომ ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, ნუ ხარჯავენ რესურსებს, ახალი თამაშის წესები აუცილებლად დადგინდება.  ეს სამართლიანი და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადი იქნება", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics