00:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 16:41:46, 2517 ნახვა

მსოფლიო
წყალდიდობა ანკარაში - დაშავდა 6 ადამიანი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, - ამის შესახებ NTV იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, წყალმა 100-ზე მეტი ავტომობილი გაიტაცა.

ანკარის მერის მუსტაფა ტუნას განცხადებით, სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

"6 ადამიანი დაშავდა წყალდიდობის გამო. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსხვერპლი არ არის. ამასთან, მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ნალექი კიდევ რამდეიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება", - განაცხადა ანკარის მერმა.

მედიის ცნობით, დედაქალაქში რამდენიმე რაიონია პარალიზებული. ამასთან, სხვადასხვა შენობების სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics