20:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 16:10:14, 1840 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვენჩაი ჟანგთან და ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან. განხილვის საგანი იყო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხები. 

აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის ხელმძღვანელებს ქვეყანისთვის აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა  დაადასტურეს ADB-ის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში,  ქ. მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics