|
2018-05-03 11:57:24, 1362 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ავსტრიული კომპანია „დელტასთან“ ერთად საქართველოში სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ავსტრიული კომპანია სახანძრო ტექნიკის წარმოებას იწყებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობას. „დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს, რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ეს მოდელი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მაღალეფექტურია, ასევე არის უფრო გამარტივებულიც. დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები, და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, და შესაბამისად პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში. გარდა ამისა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს, სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური, და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა. სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი, ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების. ეს კომპანია ჩვენს ქართულ კომპანია „დელტასთან“ ერთად დაიწყებს ერთობლივ წარმოებას ოპერატიული სახანძრო მანქანების - პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომელსაც ექნება, კომპანია „როზემბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)