08:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 19:55:59, 2003 ნახვა

კომენტარი
ბექა ლილუაშვილი: საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მიმდინარეობს.

ახალი კამერები ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ხასიათდება, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს.

„საპატრულო პოლიცია გამჭვირვალობის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის. დღეს გვქონდა იმ სამხრე კამერების პრეზენტაცია, რომლებიც ხვალიდან საპატრულო პოლიციას დაურიგდება. ეს არის სამხრე კამერების ახალი თაობა, რომელსაც  აქვს არსებითად გაუმჯობესებულ ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის: ჩაწერის ხანგრძლივობა, ჩანაწერების სისტემატიზაცია ერთ სერვერზე და ე.წ. მონაცემთა ბაზაში ასახვა.  მას, ასევე, აქვს კვების ბლოკის მეტი ხანგრძლივობა და ა.შ. შესაბამისად,  საპატრულო ეკიპაჟების აღჭურვა ახალი სამხრე კამერებით ნიშნავს გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის შემოტანას საპატრულო პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს  ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა  ბექა ლილუაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics