|
2018-05-01 10:32:09, 1638 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტზე და მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმზე მუშაობა დაასრულა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა დარისკის შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის კონცეფცია, საჯარო განხილვის მიზნით, წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის, მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, რომელთა გათვალისწინებით, რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროში მაისიდან დაინერგება. კონცეფციის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალებაა. მათი დანერგვის მიზანია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა. აღნიშნული მექანიზმი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა დაძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობით შეიქმნა.
(NS)
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)