08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 11:15:35, 1491 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე: დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო პარლამენტში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გივი ჭიჭინაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით არჩევნებმა მშვიდ გარემოში, ექსესების გარეშე ჩაიარა.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, რომ ხონის და ვანის წარმომადგენელი ვიყო ჩვენი ქვეყნის პარლამენტში. დიდი მადლობა ყველა იმ ამომრჩეველს ვინც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. შვიდ გარემოში ჩაიარა წინა საარჩევნო პერიოდმა და არჩევნებმაც.  არანაირ ექსეს ადგილი არ ჰქონია.“-აცხადებს გივი ჭიჭინაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.  როგორც შემაჯამებელ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა. მათივე ცნობით, როგორც კენჭისყრა, ასევე ხმის დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. 

შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics