|
2018-04-26 17:47:33, 1644 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი ივანიშვილზე: აფთარი ბუჩქებიდან გამოძვრა - რეჟიმს გადარჩენის შანსი აღარ დარჩა
„საბანკო-ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე“, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტური პარტიის“ თავჯდომარე შალვა ნათელაშვილი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას. როგორც ნათელაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილის გამოჩენა, მისი რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. „საბანკო-ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავისი უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. მე ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვებზე: რატომ გადააქცია საქართველო თავის ბიზნესკორპორაციად, რატომ დაუმთავრა ხალხს ყველანაირი ოცნება, რატომ იშოვა მილიარდები ჩვენი მოსახლეობის უბედურების ხარჯზე და თავისი შვილების საბედნიეროდ და კიდევ რა ვერაგული გეგმები აქვს ჩაფიქრებული. ამ საკითხებზე მე მას ვიწვევ პირდაპირ დებატებში. „არ არს დაფარული რაც არ გაცხადდების“- ძალიან კარგია, რომ აფთარი ბუჩქებიდან გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, რამდენად დროულად იქნება ის გადაცემული ეროვნულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ რეჟიმს გადარჩენის შანსი აღარ დარჩა. ჩვენ ის ბუნაგიდან გამოვაგდეთ. ახლა წინ გვაქვს ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც გამარჯვებით უნდა დავამთავროთ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)