00:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 14:10:32, 2250 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა

სომხეთის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰრაჩია როსტომიანმა თანამდებობა დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა, - ამის შესახებ Panarmenia.net იუწყება.

"პირადად გავდივარ ქუჩაში. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს და სპორტის სამყაროს ყველა წარმომადგენელს  მოვიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და ქვეყნის დროშა ხალხის გვერდით აამაღლონ. ასევე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს "რესპუბლიკური პარტიიდან და "დაშნაკცუტუნის" პარტიიდან მოსახლეობას შეუერთდნენ და მათ სურვილს დაემორჩილონ", - განაცხადა მინიტრის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა.

ცნობისთვის, ერევნანში ანტისამთავრობო აქციების მორიგი ტალღა დაიწყო. მოსახლეობა რესპუბლიკის მოედანზეა შეკრებილი, ხოლო აქციის მონაწილეების ნაწილი მმართველი გუნდის სათაო ოფისსკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეები "რესპუბლიკური პარტიის" გადადგომას და პრემიერად ნიკოლ ფაშინიანის დანიშნვას ითხოვენ. ამასთან, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics