07:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 16:51:19, 1526 ნახვა

კომენტარი
სოფელ ფერმის მკვიდრი: დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე დაუსერეს - ოქრო და ფული წაგვართვეს

კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრები საბინა ალიოღლიმ მისი ოჯახის დაყაჩაღებისა და მშობლების წამების დეტალებზე იხსენებს.

როგორც ალიოღლი აცხადებს, ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანა და სამკაულები წაიღეს.

„სამი ნიღბიანი კაცი დაგვესხა თავს. დაგვაბეს. გვითხრეს ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. შემდეგ სხვა ოთახში შეგვიყვანეს, იქ სულ დახიეს ყველაფერი, ეძებდნენ რაღაცას. რაც გქვონდა ოქრო და  ფული მივეცით, თანხა 2000 ლარი იყო. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრითო“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს საბინა ალიოღლიმ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ოჯახის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ისინი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics