|
2018-04-21 16:22:17, 1535 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგს უკან
დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნების" დაარსებიდან 6 წლის თავზე მმართველმა გუნდა ბევრი პრობლემა გადაჭრა. "დღეს, პარტიის დაარსებიდან 6 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ. ამ ექვსმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდ მიზნებს შევეჭიდოთ - დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაძლევს - ახალ სამუშაო ადგილებსა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. გასული წლების განმავლობაშ,ი ჩვენ განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რამაც უკვე ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში, რადგან არცთუ ცოტა საქმე გვაქვს უკვე ზურგსუკან. თუნდაც ამ მხარეში, დაწყებული ადამიანების აუცილებელი საჭიროებებით, დამთავრებული - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით. ვერავინ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც მევენახეობის ისეთ დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს ჩვენი ხელისუფლებისგან. დაახლოებით 60 პროექტია დაფინანსებული რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, რომელიც უმეტესწილად ყურძნის შესყიდვასა და მევენეხეობის დარგის განვითარებას ხმარდება; სუბსიდირებისა და აგროკრედიტების თვისებრივად განსხვავებული სისტემის გატარებით სახელმწიფომ მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება, რათა მიეღო და გადაემუშავებინა რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ყურძენი. 2013-2017 წლებში რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის ჩაბარების შედეგად შემოსავლების სახით 29 მლნ ლარი მიიღო და ეს ტენდენცია საბედნიეროდ მზარდია. ჩვენი ქვეყანა სულ უფრო იხვეჭს სახელს, როგორც ღვინისა და ვაზის უნიკალური ჯიშების სამშობლო. ამას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)