|
2018-04-20 12:56:43, 2024 ნახვა
მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციაზე 83 პირი დააკავეს
ერევანში, თავისუფლების ქუჩაზე საპროტესტო აქციის 83 მონაწილე დააკავეს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო დააკავა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა, რომელშიც დაკავებულები მოათავსეს, აქციის მონაწილეების გადაყვანაზე უარი თქვა. აღნიშნულის შემდეგ, ავტობუსის საჭესთან სამართალდამცველი დაჯდა და ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად კომიტასის გამზირისკენ მიემართება. ისინი რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს. ამასთან, დილიდან ფაშანიანმა სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)