21:24 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 11:12:21, 2177 ნახვა

მსოფლიო
ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით „სპუტნიკი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა და ოსი ხალხის სახელით სირიას სოლიდარობა გამოუცხადა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

„სპუტნიკის“ ცნობით, სირიის ეკონომიკის მინისტრმა, სამარ ალ ხალილმა ბიბილოვთან საუბრისას აღნიშნა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი დასავლეთის აგრესიული ქმდებების ბრალია.

„ასი ათასობით რადიკალი, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოვიდნენსირიის ლეგიტიმურ მთავრობას დაუპირისპირდნენ რათა ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ“,- განაცხადა ხალილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics