06:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 14:32:58, 1524 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ევროინტეგრაცია მნიშნველოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მნიშნველოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის- ამის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ  განაცხადა. 

ჯანელიძემ, ნატო-ს დღეების ფარგლებში, კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, უმცირესობების,  არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ისაუბრა.

მისი განცხადებით, მთავრობის ეს ინიციატივა უკავშირდება ახალი, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით არსებული  შესაძლებლობის შეთავაზებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების, ხიდების აგების, ახალი შესაძლებლობების გამონახვისთვის ყველაზე  კარგი შესაძლებლობა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეები მოაქვს. ჩვენ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, სტუდენტები, სარგებლობდნენ ისეთივე შესაძლებლობებით, როგორც თქვენ სარგებლობთ. მათაც ჰქონდეთ საშუალება, რომ იმოგზაურონ ევროპაში იმ შესაძლებლობებით რომელიც საქართველოსთვის არის მოცემული და მონიჭებული. ისინი საქართველოს ნაწილი არიან  და  უნდა აღიზარდონ და განვითარდნენ, როგორც საქართველოს ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ადამიანების დაახლოვებას და ომით და საოკუპაციო ხაზით, საოკუპაციო ჯარებით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას."- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
მისი თქმით, მიუხედავად ყველა ბარიერისა და შემაფერხებელი ფაქტორისა საქართველო გააგრძელებს და არ გადაუხვევს  სამშვიდობო პოლიტიკის კურსს.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics