|
2018-04-19 12:52:06, 2211 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში „კოზანოსტრას“ ლიდერის, მატეო მესინა დენაროს გარემოცვის 22 წევრი დააკავეს
იტალიის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა სიცილიაზე მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში, ტრაპანის პროვინციაში, „კოზანოსტრას“ ლიდერის, მატეო მესინა დენაროს გარემოცვის 22 წევრი დააკავა. „რია ნოვოსტი“ ცნობით, ოპერაცია ქალაქ პალერმოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. პალერმოს პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებამ „კოზა ნოსტრას“ ცალკეულ ლიდერებს შორის კავშირები გამოავლინა და ე.წ. დაშიფრული გზავნილები აღმოაჩინა, რომლებსაც დენარო მაფიის სხვა ლიდერებს უგზავნიდა. 56 წლის მატეო მესინა დენარო, მეტსახელად „მჭლე“, მსოფლიოს ათი ყველაზე საშიში დამნაშავის სიაშია. წლების განმავლობაში ის სიცილიაში მოქმედ რამდენიმე გავლენიან დანაშაულებრივ ჯგუფს მეთაურობდა და 2006 წლის აპრილში „კოზა ნოსტრას“ „ნათლიმამის“, ბერნარდო პროვენცანოს დაკავების შემდეგ დაჯგუფების ახალი ლიდერი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)