|
2018-04-18 15:27:12, 1626 ნახვა
კომენტარი
„კაბუს“ დედა: ჩემი შვილი საფრანგეთში ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად იყო წასული
მსახიობის კახა (კაბუ) აბუაშვილის დედის, ცირა აბუაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი საქართველოში დაბრუნებას სექტემბერში გეგმავდა. როგორც აბუაშვილმა აღნიშნა, ბოლო კონტაქტი შვილთან 3 დღის წინ ჰქონდა. "ამ დილას ჩემი შვილის დაკავების შესახებ გავიგე. არ ვიცი რა მოხდა. ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად იყო საფრანგეთში წასული. კარგად იმკურნალა, თავსაც კარგად გრძნობდა და ახლა გაზაფხულზე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მერე თქვა, რომ ჩამოსვლას სექტემბრამდე ვეღარ მოახერხებდა. ასე მითხრა რომ ვეღარ ვახერხებ ჩამოსვლასო, მინდაო ბოლო გამოკვლევები ჩავიტაროო, მინდა ყველაფერი ჩავამთავრო და სექტემბრისთვის აუცილებლად ჩამოვალო. ბავშვებსაც ამას შეპირდა. ის პროგრამა, რითაც იყო წასული ყოველთვიურად 300 ევროს აძლევდა და აქედან ჩვენც ვუგზავნიდით", - განაცხადა "კაბუს" დედამ. მსახიობის და მომღერლის ყოფილი მეუღლის ანუკი გიორგელაშვილის თქმით, მას ყოფილ ქმართან კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა იცოდა, რომ ის გაზაფხულზე აპირებდა ჩამოსვლას. "ბოლო პერიოდის განმავლობაში მე მასთან კონტაქრი არ მქონია, თუმცა ბავშვებს შეეხმიანა, 2-3 დღის წინ. ვიცი რომ ჩამოსვლას აპირებდა, სხვა არაფერი არ ვიცი", - განაცხადა გიორგელაშვილმა "კურიერის" ეთერში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული. მისივე თქმით, დაკავებულებს შორის მსახიობი კახა (კაბუ) აბუაშვილი და ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი არიან.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)