|
2015-05-22 09:57:39, 353 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრის მთავარი თემები. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანსუა ოლანდს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კულტურული ურთიერთობების და მოქალაქეთა შორის კონტაქტების გაფართოებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, მდგრადი განვითარების, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მესამე შვილის შეძენა პირადად მიულოცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)