20:34 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 10:31:39, 1980 ნახვა

მსოფლიო
შტაინმაიერი: მიუხედავად პუტინის ქმედებებისა, მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრად არ უნდა გამოვაცხადოთ

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის და მისი მოსახლეობის მტრად გამოცხადების წინააღმდეგია.

Deutsche Welle-ს ცნობით,  პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის ჩამოშორების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

„დიდ ქვეყნებს დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ. თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლი იქნება“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შტაინმაიერის თქმით, სირიაში პირველად შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ს და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე გაჩნდა. მანვე აღნიშნა, რომ  მთელი ქვეყენა ხელისუფლებასთან არ უნდა გააიგივონ.

„მიუხედავად პუტინის ქმედებებისა, ჩვენ არ უნდა გამოვაცხადოთ მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრებად. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ რუსეთთან დიალოგი და ამავდროულად პირადი კონტაქტებისას კრემლს უნდა გავაგებინოთ, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს რუსეთ-ევროპის ურთიერთობებისთვის“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics