|
2018-04-15 11:43:53, 2245 ნახვა
მსოფლიო
მონტენეგროში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
მონტენეგროში დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყანაში სულ 640 000 ამომრჩეველია. მათთვის ქვეყნის მასშტაბით 1200-მდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით დილით 07:00 საათზე გაიხსნა. არჩევნების პროცესს მონიტორინგს ათასზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს, მათ შორის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ეუთო. გამარჯვებისთვის 7 კანდიდატი იბრძვის. თუმცა, ფავორიტად 56 წლის მილო ჯუკანოვიჩი მიიჩნევა, რომელიც ექსპერტთა შეფასებით, პირველივე ტურში შეძლებს ხმათა აუცილებელი 50%-ზე მეტის მიღებას. მონტენეგროში არჩევნები 1990 წლის შემდეგ პირველად იმართება. ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ფილიპ ვუიანოვიჩი კი ქვეყანას ბოლო 15 წელია, მართავს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა, ვუიანოვიჩის შემთხვევაში, მისი მანდატი არჩევიდან 3 წელიწადში, 2006 წელს განულდა, როდესაც მონტენეგრომ სერბეთისა და მონტენეგროს კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. საარჩევნი უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. დღესვე გვიან ღამით, არჩევნების პირველადი შედეგები გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)