|
2018-04-14 15:30:28, 2098 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი: სირიაში მიზანი მიღწეულია - ვფიქრობ, გაკვეთილი აითვისეს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, რადგან მიზანი მიღწეულია, - ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა BFMTV-ს ეთერში განაცხადა. "არ არსებობს პირველი ფაზა, არსებობს მხოლოდ ერთი ფაზა და მიზანი, რომელიც მიღწეულია. სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგები წარმოადგენდა. თუ წითელი ხაზები კვლავ იქნება გადაკვეთილი, გამორიცხული არაა, რომ ახალი ჩარევა გახდეს საჭირო. თუმცა ვფიქრობ, რომ გაკვეთილი ათვისებულია", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)