|
2018-04-14 15:18:06, 2113 ნახვა
მსოფლიო
ასადი: საერთაშორისო კოალიციის აგრესია სირიის და სირიელი ხალხის სიმტკიცეს უფრო მეტად გაზრდის
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, საერთაშორისო კოალიციის მიერ განხოციელებული აგრესია სირიის და სირიელი ხალხის სიმტკიცეს უფრო მეტად გაზრდის. შესაბამისი განცხადება ასადმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. "ეს აგრესია სირიის და სირიელი ხალხის სიმტკიცეს უფრო მეტად გაზრდის, რათა იბრძოლონ და დაუპირისპირდნენ ტერორიზმს ქვეყნის ყველა კუთხეში. სირია და სირიელი ხალხი ტერორიზმთან საბრძოლველად ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს", - წერს ასადი. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)