|
2018-04-14 13:15:38, 2234 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყება: სირიაში 110 რაკეტაზე მეტი გამოიყენეს - 3 ადამიანი დაშავდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, საერთასორისო კოალიციამ სირიაზე იერიშის განხორციელების დროს 110 რაკეტაზე მეტი გამოიყენა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. უწყების ცნობით, დარტყმები ხორციელდებოდა როგორც ზღვიდან, ასევე ჰაერიდან. "გამოიყენეს ფრთიანი რაკეტები და ასევე "ჰაერის" კლასის რაკეტებიც. სულ 110 რაკეტაზე მეტი იყო გაშვებული. დაშავდა 3 ადამიანი", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)