|
2018-04-13 20:40:32, 1497 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის მიზნით, აგრძელებს უკანონო იარაღის ამოღებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას- ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. მისი თქმით, შსს-მ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ პ.მ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1977 წელს დაბადებული გ.ბ. კი დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.მ.-მ მიმდინარე წლის 13 აპრილს 7000 აშშ დოლარად, მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა „გლოკ 17“-ის და „გლოკ 19“-ის მოდელების 2 პისტოლეტი. ასევე, დადგინდა, რომ იგი სისტემატურად ახდენდა იარაღის უკანონო რეალიზაციას. პოლიციამ პ.მ.-ს კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან ნივთმტკიცებად ამოიღო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული კალაშნიკოვის სისტემის „G-47“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და კარაბინის სისტემის შაშხანა. მისი თანმხლები მეგობრის - გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას კი ამოღებულია: „გლოკ 34“-ის მოდელის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი 8 ვაზნით, ე.წ. ბარაბნიანი რევოლვერები, სხვადასხვა მოდელისა და სისტემის იარაღი, ვაზნები, ასევე, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში. ამოღებული იარაღის და საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობის და ვარგისიანობის დადგენის მიზნით დანიშნულია ბალისტიკური და სხვა სახის ექსპერტიზები. ჰქონდათ თუ არა დანაშაულებრივი კავშირი დაკავებულ მეგობრებს, ერთობლივად ახდენდნენ თუ არა იარაღის უკანონო გასაღებას, მოქმედებდა თუ არა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ამას გამოძიება დაადგენს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს",- განაცხადა ქემოკლიძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)