|
2018-04-13 16:21:46, 1890 ნახვა
მსოფლიო
გერმანია რუსეთზე პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის განცხადებით, რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. "გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო. ეს არაერთხელ მომხდარა და ამის აღარ მოვითმენთ. არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენ ვინარჩნებთ პოლიტიკურ ზეწოლას რუსეთზე და უფრო მეტიც, ამ ზეწოლის გაძლიერება გვსურს. მიგვაჩნია, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს პოზიცია და ეს სირიის კონფლიქტის დარეგულირების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა", - განაცხადა გერმანიის საგარეო მინისტრმა. ცნობისთვის, 11 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმის საქმის გამოძიებას შეეხებოდა, ვეტო დაადო. რეზოლუციის მისაღებად, სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო, თუმცა მის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ მისცა. რეზოლუციის წინააღმდეგ 7 ქვეყანა წავიდა, ხოლო ორმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ხუთ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს, რომლის გამოყენებაც მათ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რეზოლუცია სულ მცირე ცხრა ხმას დააგროვებს. გაერო-სა და აშშ-ის რეზოლუციები სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმას ადასტურებს და დამნაშავის გამოსავლენად ხელახალი გამოძიების დაწყებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)