19:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:08:51, 1414 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ავიამიმოსვლას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas" იწყებს.

რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შემდეგი განრიგით შესრულდება:

·         დამამი-თბილისი-დამამი - 1 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი);

·         ჯედა-თბილისი-ჯედა - 2 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა);

·         რიადი-თბილისი-რიადი - 3 ივნისიდან, კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა)

ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „Flynas"-ს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიენიჭა.

„Flynas" 2007 წელს, დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს, 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. "Skytrax"-ის 2017 წლის მონაცემებით, „Flynas" შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დასახელდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics