|
2018-04-13 15:31:49, 1892 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო
რუსეთს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, „ამ დადგმაში უშუალო მონაწილეობა ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა მიიღო, რომელიც რუსოფობური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისკენ მიისწრაფის“. „ხვალ დილით ექსპერტები დამასკოში უნდა ჩავიდნენ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრებიან დუმაში, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულებები არ არის. ჩვენს სპეციალისტებს ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი არ აღმოუჩენიათ“, - აღნიშნა ლავროვმა. შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)