|
2018-04-13 09:52:54, 2049 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს მატისი: არ ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ, ჩვენს წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს როდის გამოიყენებენ
აშშ-ს სირიაში ყოფნის მიზანი „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებაა, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ამერიკის კონგრესში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ფიქრობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მატისის თქმით, სირიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების დაცვა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისგან საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. „არ ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ, ჩვენს წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს როდის გამოიყენებენ“,- აღნიშნა მატისმა. კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად ადგილზე ინსპექტორების მუშაობაა აუცილებელი. მატისის განცხადებით, დროის გასვლასთან ერთად, სამუშაო სულ უფრო გართულდება. შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)