19:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:00:34, 1504 ნახვა

ეკონომიკა
ოკუპირებული აფხაზეთი ანექსირებული „ყირიმის მეგობართა კლუბში“ გაწევრიანდა

ოკუპირებული აფხაზეთი ანექსირებული "ყირიმის მეგობართა კლუბში" გაწევრიანდა, - ამის შესახებ ოკუპირებულ რეგიონში კლუბის თავმჯდომარემ არტურ მიქვაბიამ განაცხადა.

ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზია" ავრცელებეს.

"გასულ წელს ყირიმის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა ყირიმის მეგობართა ასოციაცია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე ორგანიზაცია გაწევრიანდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კლუბში უნდა გავწევრიანდეთ. მიგვაჩნია, რომ კლუბში გაწევრიანებით გაუმჯობესდება არა მარტო ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი სფეროები", - განაცხადა მიქვაბიამ.

მისივე ინფორმაციით, "ყირიმის მეგობართა კლუბი აფხაზეთში" რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. მასში ამ ეტაპზე 6 ადამიანია გაწევრიანებული.

მიქვაბიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ანექსირებულ ყირიმს ბევრი რამ აკავშირებს. საოკუპაციო რეჟიმის თქმით, აფხაზეთი მხარს უჭერდა ყირიმში ჩატარებული ე,წ, რეფერენდუმის შედეგებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics