|
2018-04-11 17:06:15, 2086 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 500-მდე ადამიანი მოიწამლა
სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, საავადმყოფოებს მოწამვლის სიმპტომებით დაახლოებით 500-მა ადამიანმა მიმართა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ორგანიზაცია სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის ადგილის დათვალიერებას ითხოვს. ორგანიზაციის დაუზუსტებელი მონაცემებით, სირიაში თავდასხმისას 70 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 43-ს ქიმიური მოწამვლის ნიშნები ჰქონდა. მათი თქმით, პაციენტებს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სუნთქვის პრობლემები და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები აღენიშნებოდათ. შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)