16:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 12:11:26, 1862 ნახვა

სამართალი
დედისა და ძმის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ"  ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ.ყ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, დედაზე და ძმაზე განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. 

„სამართალდამცველებმა ჯ.ყ. 2018 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ"  ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics