19:04 - 27 May, 2026
|
2018-04-05 16:04:32, 2066 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის ექსპრეზიდენტი უზენაესმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პატიმრობაში დატოვეს. BBC-ის ცნობით, ბრაზილიის ექსპრეზიდენტს 12 წლით პატიმრობა ემუქრება. ბრალდება მას ქრთამის აღებას ედავება. ლულამ აპელაციის პასუხამდეგათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ლულა ამტკიცებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლას ემსახურება. ამასთან, გამოკითხვებით ლულა შესაძლო კანდიდატებს შორის რეიტინგის სათავეშია. ბრაზილიის კანონმდებლობით, მას გასაჩივრების უფლება აქვს. თუმცა, სასჯელის მოხდის შემდეგ მას ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ეკრძალება.
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)