19:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 19:49:07, 1673 ნახვა

ეკონომიკა
აშშ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიესალმება.

ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული:

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს შეთავაზებათა პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კავშირების გამტკიცებას.

ეს ზომები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების გაზრდას, საარსებო წყაროების გაუმჯობესებასა და განათლებაზე წვდომას.

მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის.

აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics