|
2018-04-02 11:13:29, 2604 ნახვა
კომენტარი
„სითი ინსტიტუტს“ გენერალური გეგმის სრულყოფისთვის ვადა პირველ ივნისამდე განესაზღვრა
„იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი და პირად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მერია ყველანაირად ხელს შეუწყობს „სითი ინსტიტუტს“, რომ მათ თავიანთი ვალდებულებების შესრულება შეძლონ. „სითი ინსტიტუტს“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მე-6 ეტაპის წარმოსადგენად ვადა 1 ივნისამდე აქვს: „მოგეხსენებათ, ჩვენს დედაქალაქს დავპირდით გენერალური გემის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასებისა და ანალიზის პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და შედეგად წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ რამოდენიმე დღის უკან. დავრწმუნდით,რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება.“სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში- მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც უნდა ყოფილიყო მეექვსე ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ გეგნგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას,პოლემიკას და განხილვას. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი და პირად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება. გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა. 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია“, - აღნიშნა კალაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)