|
2018-03-31 11:59:58, 1711 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს
„როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, 1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულ რეფერენდუმზე, ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა სახელმწიფოებრიობის აღდგენის ურყევი ნება. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის დღეს. ჩვენს ისტორიას, ათასწლეულების განმავლობაში, სწორედ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა წარმართვდა. 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. მაშინ ყველამ ერთხმად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. ჩვენ ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ქვეშ და დღესაც საქართველო განაგრძობს სვლას საერთო ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილისათვის. დღეს ასევე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. სწორედ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)