19:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 14:30:55, 2049 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 647.8 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -22.8 მილიარდი აშშ დოლარი (-59.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს -150.1 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 647.8 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა.

„2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.3 მლრდ აშშ დოლარია (24.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 228.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.0 მლრდ აშშ დოლარი (83.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 876.2 მლნ აშშ დოლარით მეტია“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics