12:10 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:08:27, 799 ნახვა

რეგიონი
ბათუმს სამხედრო წვრთნებში „ზღვის ვარსკვლავი 2018“ მონაწილე გემები სტუმრობენ

 ბათუმის მეათე ნავმისადგომში დღეს დილით ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის ორი სამხედრო გემი 'TCG FATiH' და 'TCG VOLKAN' შემოვიდა. დახვედრის ცერემონიას ბათუმის პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ესწრებოდა.

თურქული სამხედრო ხომალდები ბათუმს „ზღვის ვარსკვლავი 2018"- ის წვრთნების ფარგლებში ეწვია. თურქულ ხომალდებს ვიცე-ადმირალი ჯემალ ოზდენ იაზიჯიოღლუ ხელმძღვანელობს.

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თურქული ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულების მონაწილეობით ერთობლივ საზღვაო მანევრებს გამართავენ.

ვიზიტის პერიოდში მოქალაქეებს სამხედრო ხომალდების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები. თურქული ხომალდების ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის მოსამსახურეებს შორის გაიმართება ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.

ერთობლივი საზღვაო წვრთნების გამართვის მიზნით, „ზღვის ვარსკვლავი 2018" წვრთნების ფარგლებში თურქული ხომალდები საქართველოს უკვე მესამეჯერ სტუმრობენ.

ოფიციალური დახვედრის შემდეგ, სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის ხელმძღვანელ პირებს ზურაბ პატარაძემ მთავრობის აპარატში უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთი გამოირჩევა აქტიური თანამშრომლობით როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

თურქეთ-საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავის" ფარგლებში ეს თურქეთის სამხედრო ხომალდების  რიგით მე-3 საპორტო ვიზიტია ქ. ბათუმში.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics